Sunday, July 22, 2018

პროექტის პორტფოლიო - გაცოცხლებული ნივთები


 









დავასრულეთ ინტელის კურსი 'პროექტებით სწავლება',რაც ძალიან დამეხმარება სწავლების პროცესში ახალი იდეების და ინოვაციების დანერგვისათვის,მოსწავლეებს დაეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის,რის შედეგადაც  სწავლა-სწავლების პროცესი გახდება უფრო საინტერესო და ეფექტური
ტრენინგი იყო საინტერესო გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს, ასევე შევისწავლეთ პროექტისთვის კითხვის დასმის ტექნიკა ,ავაგეთ ცხრილები.ტრენინგზე გავლილი მასალა გამომადგება პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის

Monday, July 16, 2018

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანი სასწავლო ნიმუშების შექმნის  პროცესს.გავეცანით როგორ  დავეხმაროთ მოსწავლეს ნაშრომების შექმნაში, რაც მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის

ჩვენი ტრენინგი

Saturday, July 14, 2018

 

                 მოდული 3 კავშირები

გავეცანი უკუკავშირების ფორმებს და საავტორო უფლებების შესახებ საკითხებს.ვისაუბრეთ ერთმანეთის პროექტების შესახებ და შევაფასეთ ისინი, უკუკავშირები დაგვეხმარება მუშაობის პროცესში დავინახო ჩემი სუსტი და ძლიერი მხარე პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში ხოლო მოსწავლეებს დაეხმარება მოტივაციის ამაღლებასა და სხვასხვა უნარ -ჩვევების ჩამოყალიბებაში

Wednesday, July 11, 2018

ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,  რაც მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმის შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

Tuesday, July 10, 2018

დღეს ჩვენ განვიხილეთ პროექტის მიზნების გაწერვაზე. სწორად დაწერილი მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები დაეხმარება მოსწავლეს ახალი ინფორმაციის სწორად გაგებასა  და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.ასევე, სწორად დაგეგმილი პროექტი ადვილად დამეხმარება შედეგის მიღწევაში

Saturday, July 7, 2018

დღევანდელმა ტრენინგმა მასწავლა პროექტებზე მუშაობის პროცესი, რომელიც დამეხმარება ახალი პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში.